|
თავფურცელი |
| სარეპეტიციო ფართი ჩვენი ჯგუფისთვის | თარიღი : 2009-05-08 08:59:49 ავტორი : რეზო იმნაძე | ასრულდა დიდი ხნის ოცნება და 7.5x3.30 -ზე ფართი ვიქირავეთ სარეპეტიციოდ. სულ 6 კაცი ვიქნებით თანამეიჯარეები ამ დროისთვის. ჩამოვიტანეთ დიდი ყუთები დინამიკებისთვის, მიკშერი მოვარახრახეთ და მაძლიერებელი ვიქირავეთ. რუსული ტექნიკაა, "მარა ერხანს ქი გვეყოფა". ერთადერთი რაც არ ვარგა, ეს არის აკუსტიკა. თქვენ იტყვით, ეგ თუ არ ვარგა, აბა რა ვარგაო, მაგრამ აააარა! ჩვენ გიორგი გვყავს და მან გვირჩია კვერცხის ჩასადებები გაგვეკრა კედელზე. ასერომ ეს პრობლემა ამოიწურა. გიტარის სამფეხა სადგამიც ვიყიდეთ ამერიკაში და რაღა გვიჭირს აწი.
ვაპირებთ ხარისხიანი მუსიკის შექმნას და შემოთავაზებას.
კარგად, მომავალ თემამდე  | |
|
თარიღი : 2009-11-12 10:20:59 ავტორი : aka | ეჰ... ბევრი ვეცადეთ, თუ ცოტა ვეცადეთ, რომ რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ეგ საქმე ტრ***კენ წავიდა. :-| ეგ არაფერი, მთავარია ის, რომ ეეეეეხლა ჩვენ უკეთესი ოთახი გვექნება, სუფთა, აკუსტიკაც მშვენიერი, დროში შეუზღუდავები (24 საათი ხმაური, თუ რათქმაუნდა შევძლებთ 24 საათით ხმაურს) და რაც მთავარია არ შეწუხდებაინ მეზობლები  ხო, კიდე ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს მშვენიერი ოთახი სარეპეტიციოდ გვექნება სახლიდან სულ რაღაც 200 მეტრში, URA URA!! რა ჯობია ამას?
P.S. უცხო პირთა შესვლა აკრძალულია! აი ასე. | |
|
თარიღი : 2009-11-28 11:55:22 ავტორი : member | გამარჯობათ... ეხლა შევიტყე ამ საიტის შესახებ... როგორც ჩანს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები ხართ... პროგრამირება +ამას მუსიკა... ძალიან კარგია...
about us... – რამე ესეთი მენიუ გახსენით და ცოტა უფრო მეტი რომ ეწეროს თქვენს შესახებ... წარმატებები... აბა თქვენ იცით ;) | |
|
|